Sunday, April 23, 2017

ქრისტეშობის ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

1.    გაკვეთილის თემა
ქრისტეშობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
2.    სწავლების საფეხური და კლასი
საფეხური 3. კლასი: 10
3.    ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
საგნები
მასწავლებლ(ებ)ის სახელი, გვარი
ინგლისური ენა; გეოგრაფია.
სოფო გულიაშვილი; მაგლონი კუპატაძე
4.    მოსწავლეთა რაოდენობა
16
5.    განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
0
6.    გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
1.      ამ გაკვეთილიდან მოსწავლემ უნდა იცოდეს სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყნების საშობაო ტრადიციები და თავისებურებები;
2.      შეძლოს მსგავსებებისა და განსხვავებების გამოყოფა.
3.      გაავლოს პარალელები მშობლიური ქვეყნის საშობაო ტრადიციებთან;
4.      გამოიტანოს დასკვნები რამდენი  საერთო აქვთ გეოგრაფიული მდებარეობით ახლოს მყოფ ქვეყნებს ერთმანეთთან.
5.    უნდა შეძლოს გაკვეთილის შემდეგ დამოუკიდებლად იმსჯელოს საშობაო ტრადიციებზე ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით.

7.    ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
  1. მოსწავლემ განავითაროს უცხო ტექსტის კითხვის პრაქტიკა;
  2. აითვისოს ახალი ლექსიკური ერთეულები;
  3. გამოიყენოს მიღებული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
8.    თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
  1. მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს; აღრიცხავს დასწრებას;(2 წთ)
  2. ამოწმებს საშინაო დავალებას და გონებრივი იერიშის გამოყენებით გამოიკითხავს განვლილ მასალას. (10 წთ)
  3. მასწავლებელი სვამს კითხვას რომელ საშობაო ტრადიციებს იცნობენ მოსწავლეები. მასწავლებელი პასუხებს წერს დაფაზე და ეკითხება მოსწავლეებს არის თუ არა ეს ტრადიციები ყველასათვის ნაცნობი. (3წთ)
  4. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს სავარაუდოდ რა იქნება მათი მომდევნო გაკვეთილის თემა.(2წთ)
  5. მასწავლებელი პროექტორის გამოყენებით აჩვენებს მოსწავლეებს სლაიდ შოუს, სადაც ასახულია სხვადასხვა ქვეყნის საშობაო ტრადიციებს.(5 წთ)
  6. მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს 4 კაციან ჯგუფებად; მიუთითებს სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს; ყოფს ნაწილებად და თითოეულ ჯგუფს აძლევს განსახილველად.მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ ტექსტში გახაზული სიტყვები კონტექსტის მეშვეობით და გააკეთონ პრეზენტაცია.(14 წთ)
  7. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ახდენს თითოეული ჯგუფის პრეზენტაციის შეფასებას და ეკითხება მოსწავლეებს აქვთ თუ არა დამატებითი შეკითხვები.(3 წთ)
  8. მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს წყვილებში შეასრულონ ტექსტის თანმხლები ლექსიკური სავარჯიშოები; მოსწავლეები ასრულებენ წერით და კითხულობენ.(5 წთ)
  9. მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნებში საშობაო ტრადიციების შესახებ და საშინაო დავალებად შეასრულონ „საშობაო ტრადიციები ჩემს ქვეყანაში“.(2 წთ)
9.    შეფასება
მასწავლებელი იყენებს ინდივიდუალურ, წყვილურ და ჯგუფურ შეფასებას.
10.      საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

1.      ტექნიკა და ინსტრუმენტები: კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი, წიგნი, რვეული, საწერკალამი.
ინფორმაციის წყაროები : წიგნი ; ელექტრონული მასალა.

ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები
კომპიუტერული პროგრამები:         power-point; word.
ვებ-გვერდები და სხვა ელექტრონული რესურსები: Flickr.com,                        maps.google.com, earth.google.com, wikipedia.

No comments:

Post a Comment