Sunday, April 23, 2017

პროექტი




პროექტი








პროექტის სახელწოდება: დიდი ბრიტანეთი–გაერთიანებული სამეფო.


პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები შეისწავლიან დიდი ბრიტანეთის ქვეყნებს,გაეცნობიან ამ ქვეყნების ისტორიულ და კულტურულ ღირებულებებს.


პროექტის აქტუალურობა: მოსწავლეები გაეცნობიან იმ ქვეყანას რომლის სახელმწიფო ენასაც სწავლობენ,რაც გააღვივებს მათ ინტერესს ენის უკეთ დაუფლებისათვის;გაიგებენ ბრიტანეთის ისტორიული წარსულისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ


პროექტის მიზნები:გაეცნობიან დიდი ბრიტანეთის 4 ქვეყანას,მათ ენას,ისტორიას,საგანმანათლებლო სისტემას;ღირსშესანიშნავ ადგილებს,რომლის მონახულებასაც ისინი შეძლებენ მომავალში თუ კარგად დაეუფლებიან იმ ენას რომელსაც შეისწავლიან ახლა;შეადარებენ და პარალელებს გაავლებენ მშობლიური ქვეყნის თავისებურებებთან.


მონაწილეთა ასაკი : 13–14 წელი.


ხანგრძლივობა: 1–2 კვირა


მოსალოდნელი შედეგები:გიდის ბუკლეტების შექმნა


პროექტისთვის საჭირო რესურსები:ისტ, წიგნები და საკლასო სახელმძღვანელო


პროექტის მსვლელობა:შევარჩევთ თემას,,,დიდი ბრიტანეთი“ ჩამოვაყალიბებთ საპროექტო ჯგუფებს გადავანაწილებთ როლებს ინტერესების სფეროს გათვალისწინებით რათა უფრო სახალისო იყოს პროექტზე მუშაობა თითოეული მოსწავლისათვის და შევიმუშავებთ ინდივიდუალურ გეგმას.მივცემთ მათ ერთ კვირას მასალების მოსაძიებლად.მიუთითებთ წყაროებს სადაც შეუძლიათ მოიძიონ სათანადო ინფორმაცია.ერთი კვირის შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ შესრულებულ სამუშაოს,მოვახდენთ შემოწმებასა და შეჯამებას პროექტის განხორციელებისათვის რათა მოვამზადოთ პრეზენტაციისათვის.პრეზენტაციის შემდეგ ვახდენთ შეფასებას შესაბამისი რუბრიკის მიხედვით ,რომელიც წინასწარ არის შედგენილი მოსწავლეთა მონაწილეობით.


კავშირი საგნობრივ ჯგუფებთან :ისტორიასტან,გეოგრაფიასთან ,ისტ–სთან


ხელმძღვანელი:სოფო გულიაშვილი


ხელმძღვანელის ელ ფოსტა:sopiguliashvili@gmail.com


პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი http://sophioguliashvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment